იაკობსის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მასშტაბი

იაკობსის კონფიდენციალურობის პოლიტიკა არეგულირებს JACOBS DOUWE EGBERTS B.V., მისი შვილობილი და დაქვემდებარებული კომპანიების, იაკობსის® ბრენდის პროდუქტების და ვებ-გვერდის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენებისა და დამუშავების სხვადასხვა ფორმებს. ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს.

 

ვინ არის პასუხისმგებელი პერსონალურ მონაცემებზე?

JACOBS DOUWE EGBERTS B.V., Oosterdoksstraat 80, 1011 DK, ამსტერდამი, ნიდერლანდები, არის იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი იმ პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე, რომლებიც დაკავშირებულია იაკობსის® ბრენდის პროდუქციასთან.

JDE არ იშურებს ძალისხმევას, რათა პატივცემული და დაცული იქნას თქვენი კონფიდენციალობა და ჩვენთვის გაზიარებული თქვენი პირადი მონაცემები.

 

რატომ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

როდესაც თქვენ სურვილისამებრ რეგისტრირებით ჩვენს ვებ-გვერდზე ან გვიკავშირდებით სხვა ალტერნატიული გზით, ჩვენ გისვამთ ისეთ პირად კითხვებს, რომლებიც უკავშირდება თქვენს ვინაობას, მისამართს, საცხოვრებელ ქვეყნას და ელექტრონული ფოსტის მისამართს. ასევე, გთხოვთ მოგვაწოდოთ დამატებითი/ არასავალდებულო ინფორმაცია თქვენს მიერ იაკობსის® ბრენდის პროდუქციის გამოყენებასთან დაკავშირებით. ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ჩვენ საშუალებას გვაძლევს:

  • პირადად დაგიკავშირდეთ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პასუხი გამოხმაურებაზე ან მომსახურებაზე, ან იმ შემთხვევაში თუ თქვენ ჩვენგან ითხოვთ ამა თუ იმ ინფორმაციის მიღებას იაკობსის® ბრენდის პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • ვაწარმოოთ და შევასრულოთ თქვენს მიერ იაკობსის® ბრენდის პროდუქციის შესყიდვა;
  • ვმართოთ თქვენი იაკობსის® ანგარიში;
  • ვუზრუნველყოთ თქვენი ჩართულობა  კონკურსებში, აქციებში, კვლევებში ან ვებ-გვერდის სხვა ფუნქციებში;
  • ვაწარმოოთ საბაზრო კვლევა და გავაუმჯობესოთ ჩვენი ბიზნესი;
  • გამოვიყენოთ პერსონალური მონაცემები სტატისტიკური მიზნებისთვის;
  • მოგაწოდოთ ინფორმაცია სამომავლო აქციების და მარკეტინგული ინფორმაციის შესახებ, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგული მიზნით;
  • რეაგირება მოვახდინოთ თქვენს კითხვებსა თუ საჩივრებზე;
  • იმ პრინციპით, როგორც ეს მოცემულია ვებ-გვერდზე ან მონაცემების მოგროვების მომენტში.

 

როგორ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების მოგროვება?

თქვენ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი პირადი მონაცემები ქვემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე გზით, მაგალითად როგორიცაა:

  • ვებ-გვერდზე დარეგისტრირება;
  • სიახლეების გამოწერა;
  • ჩვენს კლიენტებთან ურთიერთობის ცენტრთან კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ან საფოსტო მომსახურების საშუალებით;
  • თქვენი იაკობსის® ბრენდის პროდუქტის რეგისტრირებით (ან ელექტრონული რეგისტრაციის ან იმ შევსებული კითხვარის გამოგზავნით, რომელიც თან ახლავს თქვენს მიერ შეძენილ პროდუქტს);
  • აქციებში, ღონისძიებებში, კონკურსებში ან ონლაინ ფორუმებში მონაწილეობა; ან
  • იაკობსის® ბრენდის პროდუქტის შეძენით ან მომსახურების პირდაპირ ვებ-გვერდის მეშვეობით მიღებით;
  • თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში ჩვენს ვებ-გვერდზე შემოსვლის შედეგად გადმოწერილი ქუქი ფაილებით.

როგორ ხდება ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება ან გადაცემა?

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ განყოფილებები, რომლებიც პასუხს აგებენ იაკობსის® ბრენდის პროდუქტის გაყიდვებსა და მარკეტინგზე წარმოადგენენ JDE კომპანიებს მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გაუზიარდეს და/ან გადაეცეს კომპანიებს მსოფლიო მასშტაბით.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ქვეყნები არ უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების შესაბამისი ხარისხის დაცვას. თუმცა, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ JDE მიიღებს ყველა ზომას, რათა დაცული იქნას თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.

JDE-მ შეიძლება გაუზიაროს თქვენი პირადი მონაცემები მომსახურების პროვაიდერ მესამე მხარეს ან აგენტებს, რომლებიც JDE-ს სახელით ასრულებენ მონაცემების დამუშავების გარკვეულ სამუშაოს. პოლიტიკით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, JDE არ გაყიდის, გააქირავებს, გაცვლის ან მიაწვდის თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეს და არ მისცემს მათ უფლებას გამოიყენოს ზემოთ ხსენებული მონაცემები პირადი მიზნებისთვის. JDE მომსახურების გამწევი მესამე მხარეებისგან მოითხოვს თქვენი პერსონალური მონაცემების ჯეროვან დაცვას.

არის შემთხვევები, როდესაც JDE საკუთარ ბიზნესს (მის ნაწილს) ყიდის სხვა კომპანიაზე. როდესაც საქმე ეხება ბიზნესის გაყიდვას და კერძოდ იაკობსის® ბრენდის პროდუქტების გაყიდვას, ახალი კომპანიის მფლობელობაში ბიზნესთან ერთად გადადის პერსონალური მონაცემებიც.

ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა ხდება იმ შეთხვევაში თუ: ამას მოითხოვს კანონი ან არსებობს შესაბამისი უფლებამოსილება; იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების გადაცემა ხელს უწყობს თაღლითური ქმედებების პრევენციას ან აღმოფხვრას; როდესაც პერსონალური მონაცემების გადაცემა აუცილებელია დავის მოსაგვარებლად, ან იმ მნიშვნელოვანი ლეგიტიმური საჭიროებებიდან გამომდინარე, რომლებიც აღემატება თქვენს პირად ინტერესებს, მაგალითად როგორიცაა ჩვენი ბიზნესისა და პერსონალის უშიშროებისა და უსაფრთხოების დაცვა.

 

თქვენი არჩევანი

თუ თქვენ გადაწყვეტთ დარეგისტრირდეთ იაკობსის® ვებ-გვერდზე, მაშინ თქვენ უფლებას აძლევთ JDE-ს და მის აგენტებს შეაგროვონ, შეინახონ, გამოიყენონ, გაასაჯაროვონ და სხვაგვარად დაამუშაონ  თქვენი პერსონალური მონაცემები  ზემოთ მოცემული მიზნებისთვის.

 

რეგისტრაცია იაკობსის® ვებ-გვერდზე

ჩვენ გამოვთქვამთ სურვილს, მაგალითად ელექტრონული ფოსტის, საფოსტო მომსახურების ან კომუნიკაციის სხვა ხერხების მეშვეობით მოგაწოდოთ ინფორმაცია იაკობსის® ბრენდის პროდუქტების შესახებ, რომელიც შესაძლოა საინტერესო იყო თქვენთვის. თუმცა, მსგავსი ინფორმაციის მოწოდება მოხდება მხოლოდ თქვენგან მიღებული დასტურის საფუძველზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმა არ მოქმედებს თქვენს მიერ განსხვავებული საკონტაქტო ინფორმაციის ან სხვა მომხმარებლის ანგარიშის გამოყენების შემთხვევაში.

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გააუქმოთ JDE-ს იაკობსის® ბრენდის პროდუქტებთან დაკავშირებული სიახლეების გამოწერა. ამისთვის დაგჭირდებათ ქვემოთ მოცემული ერთერთი ხერხის გამოყენება:

  • იაკობსის®-გან მიღებულ ელექტრონულ წერილში შეგიძლიათ დააჭიროთ გამოწერის გაუქმების ღილაკს;
  • შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს პროფილზე და შეცვალოთ მონიშნული კომუნიკაციის ხერხები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ გააუქმებთ იაკობსის® ბრენდის პროდუქტებთან დაკავშირებული სიახლეების გამოწერას, ინფორმაციის დამუშავების და წარმოების განრიგიდან გამომდინარე თქვენ კვლავ შეიძლება მიიღოთ ელექტრონული წერილი სიახლეების შესახებ.

 

როგორ ვიცავთ ჩვენ თქვენ პერსონალურ მონაცემებს?

JDE მიიღებს შესაბამის ტექნიკურ და საორგანიზაციო უსაფრთხოების ზომებს პერსონალური მონაცემების დაკარგვის ან მათი არაკანონიერი მიზნით გამოყენების თავიდან ასაცილებლად. ზემოთ აღნიშნულ უსაფრთხოების ზომად შეიძლება მოგვევლინოს რეგისტრაციის დაცული ფორმები, მონაცემების კოდირება და თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა.

 

რამდენი ხნის განმავლობაში ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა?

მას შემდეგ, რაც თქვენ უარს იტყვით ან გააუქმებთ თქვენს ანგარიშს, თქვენი პერსონალური მონაცემები წაიშლება გონივრულ ვადებში. ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ შევასრულოთ იურიდიული ვალდებულებები, გადავჭრათ წარმოქმნილი დავები და აღვასრულოთ ხელშეკრულებები.

 

ქუქი და ვებ-გვერდის კონტროლი

ქუქი გახლავთ მცირე ზომის ფაილი, რომელიც ინახება თქვენს კომპიუტერში ვებ-ბრაუზერის მეშვეობით მაშინ, როდესაც თქვენ შედიხართ კონკრეტულ ვებ-გვერდებზე. თავად ქუქი არ შეიცავს ან არ აგროვებს ინფორმაციას, მაგრამ შესაძლებელს ხდის ვებ-ბრაუზერის დამხარებით სერვერის მიერ ინფორმაციის ამოკითხვას; ქუქი მიზნად ისახავს ისეთი მომხმარებელზე ორიენტირებული ინფორმაციის მოგროვებას, რომელიც მიმართულია შეცდომების აღმოფხვრისკენ. თუ გაინტერესებთ რა არის ქუქი, თუ როგორ ვიყენებთ ჩვენ მას და როგორ ხდება მისი კონტროლი გთხოვთ იხილოთ ჩვენი იაკობსის ქუქი პოლიტიკა.

 

ბავშვები

ჩვენ მოვუწოდებთ მშობლებს აქტიურად აკონტროლონ მათი თექვსმეტ წლამდე ბავშვების ონლაინ აქტივობა. JDE, როგორც წესი მიზნად არ ისახავს ბავშვების პერსონალური მონაცემების შეგროვებას და/ან როგორც წესი კომუნიკაციას არ ამყარებს ბავშვებთან. თუმცაღა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვესაჭიროება კომუნიკაციის დამყარება ბავშვთან, მაშინ ჩვენ ვცდილობთ მშობლების ან ბავშვის იურიდიული წარმომადგენლისგან მივიღოთ დასტური ბავშვის პერსონალური მონაცემების გამოყენების შესახებ. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვეები, როდესაც ჩვენ უბრალოდ ვპასუხობთ ბავშვის მიერ დასმულ კითხვას ან ვუწევთ მოთხოვნილ მომსახურებას.

 

კონფიდენციალურობის დაცვის დამატებითი ადგილობრივი კანონი

გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებული დამატებით ადგილობრივი კანონის შესახებ:

ცვლილებები პოლიტიკაში

ჩვენ პერიოდულად ვცვლით იაკობსის® კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაბამისად, ჩვენ მოგიწოდებთ ხშირად გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ბოლოს, ეს პოლიტიკა განახლდა 2016 წლის 14 ივნისს.

 

შეკითხვები და გამოხმაურებები

გთხოვთ, პოლიტიკასთან დაკავშირებული თქვენი კითხვები და კომენტარები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: privacy@jdecoffee.com.

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე. ასევე, მოითხოვოთ პერსონალურ მონაცემებში შესწორების შეტანა და/ან მათი წაშლა თუ ეს მონაცემები ზემოთ ხსენებული მიზნით გამოყენებისთვის არასწორი ან შეუსაბამოა. წვდომის, შესწორების და/ან წაშლის მიზნით შეგიძლიათ საკუთარი სახელისა და მისამართის მითითებით მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე privacy@jdecoffee.com.