იაკობსის ქუქი პოლიტიკა

მასშტაბი

JACOBS DOUWE EGBERTS B.V., მისი შვილობილი და დაქვებდებარებული კომპანიები („ JDE „) მიზნად ისახავენ თქვენი ჩვენს ვებ-გვერდთან ურთიერთობის გამოცდილება და კომუნიკაცია მაქსიმალურად ინფორმაციული, შესაბამისი და დამხმარე გახადონ.  ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევის ერთერთი ხერხი არის ქუქი ფაილების ან მსგავსი საშუალებების გამოყენება, რომლებიც თქვენს კომპიუტერში ინახავენ თქვენს მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე შემოსვლის ისტორიას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია თქვენ ინფორმირებული იყოთ იმის შესახებ, თუ რომელ ქუქის იყენებს ჩვენი ვებ-გვერდი და რა მიზნით. ეს საშუალებას მოგვცემს დავიცვათ თქვენი კონფიდენციალურობა და უზრუნველვყოთ ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებელზე ორიენტირებულობა. ქვემოთ დეტალურად არის აღწერილი თუ რომელ ქუქის და რა მიზნით იყენებს ჩვენი ვებ-გვერდი. ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს ხელშეკრულებას ან კონტრაქტს, ეს დოკუმენტი ეხება კონფიდენციალობას და ჩვენს მიერ ქუქის გამოყენებას.

 

რა არის ქუქი?

ქუქი გახლავთ მცირე ზომის ფაილი, რომელიც ინახება თქვენს კომპიუტერში ვებ-ბრაუზერის მეშვეობით მაშინ, როდესაც თქვენ შედიხართ კონკრეტულ ვებ-გვერდებზე. თავად ქუქი არ შეიცავს ან არ აგროვებს ინფორმაციას, მაგრამ შესაძლებელს ხდის ვებ-ბრაუზერის დამხარებით სერვერის მიერ ინფორმაციის ამოკითხვას; ქუქი მიზნად ისახავს ისეთი მომხმარებელზე ორიენტირებული ინფორმაციის მოგროვებას, რომელიც მიმართულია შეცდომების აღმოფხვრისკენ. ჩვენ, საჭიროზე მეტი ხნით არ ვინახავთ ქუქი ფაილებს.

ჩვენი ვებ-გვერდის სრულყოფილად გამოყენებისთვის თქვენ დაგჭირდებათ ქუქის ჩართვა. თუ თქვენ არ გსურთ ქუქის ჩართვა მაშინ, თქვენ მაინც შეძლებთ ვებ-გვერდით სარგებლობას თუმცა, შეგეზღუდებათ საიტის ზოგიერთი ფუნქცია.

მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს ჩვენი ძალისხმევის ნაწილს დავემორჩილოთ მიმდინარე კანონმდებლობას, ასევე დავადასტუროთ, რომ პერსონალური მონაცემებისა და ქუქის გამოყენებისას ჩვენ ვართ გახსნილები და კეთილსინდისიერები. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით გთხოვთ, იხილოთ ჩვენი.

 

როგორ ვიყენებთ ქუქის?

ალბათ შეამჩნევდით, რომ ამ ვებ-გვერდზე შესვლის დროს წარმოიქმნება სხვადასხვა სახის ქუქი. ჩვენ ვიყენებთ ოთხი სახეობის ქუქის:

  • ფუნქციონალური ქუქი;
  • ანალიტიკური ქუქი;
  • სარეკლამო ქუქი;
  • სოციალური მედიის ქუქი;

 

MANAGE COOKIES

ფუნქციონალური ქუქი:

ეს არის ქუქის სახეობა, რომელიც აუცილებელია JDE ვებ-გვერდის (ვებ-გვერდების) დათვალიერების და მისი ისეთი ფუნქციების გამოყენებისას როგორიცაა დაცულ მონაცემებში შესვლა. მსგავსი ქუქის გარეშე შეუძლებელია ზემოთ ხსენებული ფუნქციების, მათ შორის კალათის და ელექტრონული გადახდის მომსახურების გამოყენება.

მსგავსი ქუქი ფაილები ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ შემდეგი მიზნით:

  • მომხმარებლების იდენტიფიკაცია უსაფრთხო ავტორიზაციის მიზნით;
  • იმ პროდუქტების დასამახსოვრებლად, რომლებიც დამატებულია თქვენს კალათაში ონლაინ შესყიდვის დროს;
  • იმ ინფორმაციის დასამახსოვრებლად, რომელიც თქვენ შეავსეთ სხვადასხვა გვერდზე გადახდის ან შეკვეთის განხორცილებებისას; ასე თქვენ აღარ მოგიწევთ უკვე შეყვანილი ინფორმაციის ხელახლა შეყვანა;
  • ინფორმაციის ერთი გვერდიდან მეორეზე გადასაცემად. მაგალითად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც გესაჭიროებათ რიგი დეტალების შეყვანა მოცულობითი კითხვარის ან ონლაინ შეკვეთის განსახორციელებლად;
  • ისეთი მონაცემების დასამახსოვრებლად როგორიცაა შერჩეული ენა, ადგილმდებარეობა, ძიების რეზულტატების სასურველი საჩვენებელი რაოდენობა და ასე შემდეგ;
  • ვიდეოს ჩვენების ისეთი პარამეტრების დამახსოვრება, როგორიცაა ჩამოტვირთვა და ეკრანის გაფართოვება;
  • თქვენი ვებ-ბრაუზერის პარამეტრების ამოკითხვა იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი ვებ-გვერდის თქვენს ეკრანზე შესაბამისად გამოსახვა;
  • ვებ-გვერდისა და მომსახურებების ბოროტად გამოყენების მცდელობის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, მაგალითად ანგარიშზე მრავალჯერადი წარუმატებელი შესვლის ჩაწერა;
  • ვებ-გვერდის ჩატვირთვა ისე, რომ შესაძლებელი იყოს სრულყოფილად შესვლა;
  • ანგარიშის მონაცემების დამახსოვრების ფუნქცია, რათა აღარ დაგჭირდეთ ყოველ ჯერზე ავტორიზაციის გავლა;
  • ჩვენს ვებ-გვერდზე რეაგირების საშუალების მიცემა.

 

ანალიტიკური ქუქი

ეს არის ქუქის სახეობა, რომელიც აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენების შესახებ. მაგალითად, რომელ გვერდზე ხდება მეტი შესვლა და ფიქსირდება თუ არა შეცდომები. ასე, ჩვენ საშუალებას გვეძლევს ჩამოვაყალიბოთ მომხმარებელზე ორიენტირებული ვებ-გვერდის სტრუქტურა, ნავიგაცია და შინაარსი. ჩვენ კერძო პირებს არ ვაწვდით  სტატისტიკურ და სხვა სახის მოხსენებებს.

მსგავსი ქუქი ფაილები ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ შემდეგი მიზნით:

  • ვებ-გვერდებზე შემოსული მომხმარებლების რაოდენობის აღრიცხვის მიზნით;
  • თითოეული მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე გატარებული დროის აღრიცხვის მიზნით;
    იმ თანმიმდევრობის განსაზღვრის მიზნით რა თანმიმდევრობითაც შემოდიან მომხმარებლები ჩვენს ვებ-გვერდზე;
  • იმის განსაზღვრის მიზნით ჩვენი ვებ-გვერდის თუ რომელი ნაწილი საჭიროებს დახვეწას;
  • ვებ-გვერდის ოპტიმიზაციის მიზნით;

გვერდის გამოყენების, განხორციელებული მოქმედებების და გამოყენებული ხერხების ანალიზის წარმოებაში ჩვენ შეიძლება დავეყრდნოთ ისეთ პროგრამას როგორიცაა Google Analytics. ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები ცნობილია როგორც „ ვებ-გვერდის საზომები „ ან „ ანალიტიკა„.

Google Analytics არის ვებ ანალიზის სერვერი, რომელიც შემუშავებულია Google Inc.-ის  (Google) მიერ. Google Analytics იყენებს ქუქის, რათა ანალიზი გაუკეთოს მომხმარებელთა მიერ ვებ-გვერდის მოხმარებას. Google იყენებს საერთო სტატისტიკურ მონაცემებს, რათა მიაწოდოს JDE-ს ინფორმაცია მომხმარებელთა მიერ ვებ-გვერდის გამოყენების შესახებ. მონაცემთა დაცვის დანიური უწყების სახელმძღვანელოების დახმარებით, ჩვენ ქვემოთ ჩამოთვლილი ხერხებით Google Analytics კონფიდენციალურობაზე უფრო ორიენტირებულ პროგრამად ვაქციეთ.

  • უზრუნველვყავით „ მონაცემების დამუშავების ხელშეკრულების „ გაფორმება Google-თან;
  • გავააქტიურეთ Google Analytics-ში IP მისამართების ანონიმურობა;
  • უზრუნველვყავით, რომ არ მოხდეს მონაცემების Google-თვის გაზიარება;

Google-ს უფლება აქვს ეს მონაცემები გაუზიაროს მესამე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას ამას ავალდებულებს კანონი, ან თუ მესამე მხარე Google-ის სახელით ამუშავებს ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს.

 

სარეკლამო ქუქი

ჩვენი მიზანია, ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებლებს მივაწოდოთ მათთვის მაქსიმალურად შესაფერისი ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენი ვებ-გვერდი მოვარგოთ თითოეული მომხმარებლის მოთხოვნებს. ჩვენი ეს მცდელობები გამოიხატება არა მხოლოდ ვებ-გვერდის შინაარსში, არამედ მასზე განთავსებულ რეკლამებშიც.

შესაბამისი ცვლილებების განხორციელების და სეგმენტური პროფილის ჩამოყალიბების მიზნით ჩვენ ვცდილობთ თქვენს მიერ JDE ვებ-გვერდებზე შესვლით მივიღოთ ინფორმაცია თქვენი ინტერესების შესახებ. ამ ინტერესებზე დაყრდნობით, მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფებისთვის ჩვენ ვცვლით ვებ-გვერდის და მასზე განთავსებული რეკლამების შინაარს.

მსგავსი ქუქი ფაილები ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ შემდეგი მიზნით:

  • ჩვენ აღვრიცხავთ უკვე ნაჩვენებ რეკლამებს, რათა თქვენ განმეორებით და მუდმივად არ მოგიწიოთ იგივე რეკლამის ნახვა;
  • აღვრიცხავთ თუ რამდენი მომხმარებელი აწკაპუნებს რეკლამაზე;
  • აღვრიცხავთ თუ რამდენი შეკვეთა ხორციელდება რეკლამის მეშვეობით;
  • ვებ-გვერდები აღრიცხავს თქვენ გვერდზე შემოსვლას და შესაბამისად განისაზღვრება თქვენი ინტერესები;
  • მოწმდება აწკაპუნებთ თუ არა თქვენ ამა თუ იმ რეკლამაზე;
  • სხვა ვებ-გვერდებისთვის გადასაცემად გროვდება ინფორმაცია ვებ-გვერდზე თქვენი მოქმედებების შესახებ;
  • მესამე მხარის სერვერები გამოიყენება თქვენთვის რეკლამის საჩვენებლად;
  • თქვენს მიერ სოციალური მედია საშუალებების გამოყენების საფუძველზე თქვენთვის მეტად საინტერესო რეკლამების ჩვენება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს ვებ-გვერდზე რეკლამები გამოჩნდება მაშინაც კი, როდესაც მსგავსი ქუქი არ გამოიყენება; თუმცა ეს რეკლამები მორგებული არ იქნება თქვენს ინტერესებზე. რეკლამები შეიძლება შეიცვალოს მაგალითად ვებ-გვერდის შინაარსის ცვლილებასთან ერთად. ინტერნეტ რეკლამების შინაარსი შეიძლება შევადაროთ ტელევიზიაში განთავსებულ რეკლამებს. მაგალითად, თუ თქვენ უყურებთ სატელევიზიო გადაცემას კულინარიაზე, მაშინ ხშირად დაინახავთ რეკლამას სამზარეულო მოწყობილობების შესახებ.

თქვენი ინტერსების შესახებ შესაძლოა შეიტყონ მესამე მხარეებმა, რომლებიც ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით აყენებენ ქუქის. ასეთ შემთხვევაში, ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენი მიმდინარე ვიზიტის და თქვენი სხვა საიტებზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გაერთიანდეს.

 

სოციალური მედიის ქუქი

შესაძლებელია სოციალურ მედია საშუალებებში იმ სტატიების, ფოტოების და ვიდეოების გაზიარება და მოწონება, რომლებსაც თქვენ ნახულობთ ჩვენს ვებ-გვერდზე. გაზიარება და მოწონება ხორციელდება შესაბამის ღილაკებზე დაჭერით. სოციალური მედია საშუალებების ქუქი გამოიყენება ღილაკების ფუნქციონირებისთვის. ქუქის მეშვეობით ხდება ღილაკების მიერ იმის აღქმა, რომ თქვენ გსურთ სტატიის ან ვიდეოს გაზიარება.

მსგავსი ქუქი ფაილები ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ შემდეგი მიზნით:

  • სასურველ სოციალურ მედია საშუალებაში შესულ/ავტორიზებულ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა პირდაპირ ჩვენი ვებ-გვერდიდან გააზიაროს ან მოიწონოს ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა.

მსგავსმა სოციალური მედიის საშუალებებმა, პირადი გამოყენების მიზნით შესაძლოა მოაგროვონ თქვენი პერსონალური ინფორმაცია. JDE ზეგავლენას ვერ ახდენს იმაზე თუ როგორ გამოიყენებს სოციალური მედია საშუალება თქვენს პერსონალურ მონაცემს. სოციალური მედია საშუალებების მიერ ქუქის და პერსონალური მონაცემების მოგროვების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შესაბამისი სოციალური მედიის კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ქვემოთ მოცემულია JDE-ს მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული სოციალური მედია საშუალებების კონფიდენციალობის პოლიტიკის ბმულები:

  • Facebook
  • Google+
  • Twitter
  • Pinterest
  • YouTube

 

თქვენი არჩევანი

ვებ-გვერდზე შესვლისას JDE იყენებს ფუნქციონალურ და ანალიტიკურ ქუქის. მხოლოდ თქვენი დასტურის მიღების შემდეგ იწყებს JDE იმ ქუქის გამოყენებას, რომელიც აუცილებელი არ არის ვებ-გვერდის სხვა ფუნქციების გამოსაყენებლად (რეკლამისა და სოციალური მედიის ქუქი).

 

როგორ ვაკონტროლოთ ქუქი

სურვილისამებრ თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ და/ან წაშალოთ ქუქი-დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვით ვებ-გვერდს aboutcookies.org. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენს კომპიუტერში უკვე არსებული ქუქი და ასევე შეგიძლიათ შეზღუდოთ ვებ-ბრაუზერის მიერ  ქუქის გამოყენება. თუ ასე მოიქცევით, მაშინ პერიოდულად თავად მოგიწევთ პარამეტრების გასწორება ზოგიერთ ვებ-გვერდზე შესვლისას და შესაძლოა ზოგი მომსახურება და ფუნქცია არ იყოს თქვენთვის ხელმისაწვდომი.

 

ცვლილებები პოლიტიკაში

ჩვენ პერიოდულად ვცვლით ქუქი პოლიტიკას. შესაბამისად, ჩვენ მოგიწოდებთ ხშირად გაეცნოთ პოლიტიკას. ბოლოს, ეს პოლიტიკა განახლდა 2016 წლის 14 ივნისს.

 

შეკითხვები და გამოხმაურებები

გთხოვთ, ქუქისთან და პოლიტიკასთან დაკავშირებული თქვენი კითხვები და კომენტარები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: privacy@jdecoffee.com.