ბარისტას სკოლა

საექსპერტო ტრენინგი

პრაქტიკული უნარები

კვალიფიკაციის ამაღლება

ისწავლე პროფესიონალისგან და დასაქმდი კურსის გავლის შემდეგ კურსები შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან, სადაც შეძლებთ დაეუფლოთ ყავის მომზადებისთვის საჭირო ტექნიკებს.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. წარმატებული კურსდამთავრებულები კი, მიიღებენ დასაქმების შესაძლებლობას.

 

აღმოაჩინეთ იდეალური ყავის მომზადების საიდუმლო ჩვენს ტრენერთან ერთად!

ლანა ხუხუშვილი

JDE Professional-ის ტრენერი და ბრენდ ამბასადორი

ლანა ხუხუშვილი ყავის ინდუსტრიის მრავალმხრივი ექსპერტია, რომლის 9-წლიანი გამოცდილება მოიცავს როგორც ბიზნესის სტრატეგიულ მართვას, ისე პროფესიონალი კადრების მომზადებას. კარიერის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა და წარმოადგენდა როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბრენდებს. სხვადასხვა დროს იყო Tbilisi Coffee Fest-ის ღონისძიების მენეჯერი და ყავის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ტრენინგ მენეჯერი.

 

საერთაშორისო ბრენდების ამბასადორობასთან ერთად, ლანა აქტიურად მონაწილეობს საქართველოში ყავის კულტურის განვითარებაში. 2024 წელს იგი მიწვეული იყო Unigra Championship-ის Unigra Championship ჟიურის წევრად. იგი ფლობს Specialty Coffee Association (SCA)-ის საერთაშორისო ბარისტას სერტიფიკატს და მიქსოლოგიის პროფესიულ კვალიფიკაციას.

 

როგორც JDE Professional-ის ტრენერი, ლანა თავის სტუდენტებსა და პარტნიორებს უზიარებს პრაქტიკულ ცოდნას ყავის მომზადების ხელოვნების, მენიუს ოპტიმიზაციისა და მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვის შესახებ.

აირჩიეთ სასურველი სასწავლო პროგრამა