ჩვენი ისტორია

A coffee for every cup. A brand for every heart.

ჩვენი კომპანია შესახებ

ჩვენი ისტორია

JDE Peet’s არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია, რომელიც მხოლოდ ყავაზეა ორიენტირებული და ქმნის დაახლოებით 4 400 ფინჯან ყავას წამში, 100-ზე მეტ ბაზარზე. სტრატეგიის „Reignite the Amazing“ ფარგლებში, კომპანია მთავარ აქცენტს 3 ბრენდზე - Peet’s, L’OR და Jacobs-ზე აკეთებს. ასევე დიდ ყურადღებას სხვა 9 ადგილობრივ ბრენდს უთმობს. 2024 წელს JDE Peet’s-ის საერთო გაყიდვებმა შეადგინა 8,8 მილიარდი ევრო, ხოლო გლობალურად კომპანიაში 21 000-ზე მეტი თანამშრომელი იყო დასაქმებული.

ჩვენი მემკვიდრეობა

ადგილობრივი ფესვები, რომელთა ისტორია 1753 წლიდან იწყება

1753 წელს ნიდერლანდების ქალაქ იოურეში ეგბერტ დაუვესმა თავისი პირველი ყავის მაღაზია გახსნა. საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, 1895 წელს, გერმანიის ქალაქ ბრემენში იოჰან იაკობსმა საკუთარი პირველი სასურსათო ბიზნესი დააარსა. მოგვიანებით, 1966 წელს, აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერკლიში ალფრედ პიტმა გახსნა თავისი პირველი Peet’s-ის ყავის მაღაზია. დღეს ჩვენ ვართ მსოფლიოში ყველაზე დიდი, მხოლოდ ყავაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 100-ზე მეტ ბაზარზე.

ჩვენი ისტორია

ჩვენ მიზანი გვამოძრავებს

ჩვენ ლიდერები ვართ იმაში, რასაც ყავა შესაძლებელს ხდის.

ჩვენი ისტორია

ჩვენ ხედვა გვამოძრავებს

ვინც არ უნდა იყოთ.
საიდანაც არ უნდა მოდიოდეთ.
როგორც არ უნდა გრძნობდეთ თავს.
ჩვენ გვაქვს ყავა, რომელიც გიყვართ.

ჩვენი ღირებულებები

Dare to amaze:

ჩვენ ცნობისმოყვარეობა და ყავისადმი დიდი ვნება გვამოძრავებს, ეს გვაძლევს კონკურენტუნარიანობას ვიბრძოლოთ თითოეული ჭიქისთვის და გავახაროთ ყოველი მომხმარებელი.

Own it:

ჩვენ ვმოქმედებთ თამამად, რათა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენს კომპანიას ყველაზე მეტად ეხმარება ყოველდღე გავხდეთ უკეთესები.

Make it simple:

ჩვენ ერთად ვქმნით უფრო დიდ ცვლილებას, ვაშენებთ ნდობას და ერთობას საერთო ინტერესების გარშემო.

Win together:

ჩვენ ვიყენებთ ჩვენს მრავალფეროვან ძლიერ მხარეებს, გამჭვირვალე კომუნიკაციისა და ურთიერთმხარდაჭერის საშუალებით კი ვიმარჯვებთ JDE Peet’s-ის სახელით.

ჩვენი ისტორია

ჩვენ ვუჯერებთ, რომ საოცარი

რამეები ხდება ყავის ჭიქის ფონზე. ჩვენ გვჯერა, რომ ფინჯანი ყავის გარშემო საოცრებები ხდება.